პრეზიდენტის იმპიჩმენტი

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა

EPA

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

იმპიჩმენტს მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 56 იყო, ორმა თავი შეიკავა. სამხრეთ კორეის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 172 დეპუტატი ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს მხარი საკუთარი პარტია "სენურის" წევრების ნაწილმაც დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პან კინ ჰეს ნდობით აღჭურვილი პირი ჩოი სუნ სილი იყო ჩართული. როგორც ირკვევა, ჩოი სუნ ლი პრეზიდენტთან კავშირებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა და სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდა.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

კომენტარები