მუქარა

შსს-ს მუქარის ნიშნების შემცველ ვიდეოზე გამოძიება არ დაუწყია

0 კომენტარი
ფოტო: fb.com/iraklinarsavidze

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელიც მუქარის ნიშნებს შეიცავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. როგორც სამინისტროში ტაბულას უთხრეს, აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ.

უწყებისვე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათთან განცხადება არ არის შესული, არ არიან ვალდებულები დაიწყონ გამოძიება, თუმცა მათ ამის უფლება აქვთ.

სვანეთის ხედის ფონზე გადაღებული შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა. მათთან "გასაუბრების“ შემდეგ, მამაკაცი "სვანებსა და სვანეთს" ბოდიშს უხდის.

ვიდეოს მუქარა ახლავს: "ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს. თუარადა ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით" 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები