თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის აქციამ წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლა

თეთრი ხმაურის აქცია
გიორგი ქასრაშვილი / ტაბულა

დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან თეთრი ხმაურის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ შოთა ხინჩაგშვილისა და მირიან მალაყმაძის დაკავებას აპროტესტებენ, ისინი რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ წუთებში აქცია - "დეკრიმინალიზაცია 2016" გაიმართა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

აქცია ხმაურის ფონზე დაიწყო, ხალხმარვლობის გამო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, რის საპასუხოდაც პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეები ძალით ისევ ტროტუარისკენ დააბრუნეს. ამ დროს პოლიციასა და აქციონერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც აქციის წევრები დააკავეს. 

თეთრი ხმაურის აქციის თარიღი სიმბოლურია და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი თეთრი ხმაურის ბანერით დაფარეს.

კომენტარები