ნიგერია

ნიგერიაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ნიგერიაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია სულ მცირე 60 ადამიანი, თუმცა, ზოგიერთი მონაცემით, მსხვერპლი გაცილებით დიდია. სავარაუდოდ, ნაგრევებში კიდევ მრავალი ადამიანია მოყოლილი.

ტრაგედია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში, ქალაქ უიოში მოხდა. ასობით ადამიანი ეკლესიაში ეპისკოპოსის კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებად იყო შეკრებილი.

ადგილობრივების ცნობით, მშენებლებმა ეკლესიის მშენებლობა ნაჩქარევად დაასრულეს, რათა შენობა ამ მოვლენისთვის მზად ყოფილიყო.

მსგავსი ტრაგედიები ნიგერიაში არც თუ იშვიათია. მიზეზი ძირითადად მშენებლობის დაბალი სტანდარტებია.

კომენტარები