ბელგია

ბელგიის შსს-ს თანამშრომელი პორნოგრაფიული ფოტოების გადაღების გამო გაათავისუფლეს

Getty Images

BBC-ის ცნობით, ბელგიის შინაგან საქმეთა თანამშრომელი სამინისტროს ოფისსა და ლიფტში გადაღებული პორნოგრაფიული ფოტოების გამო გაათავისუფლეს.

ქალი, რომელიც სამინისტროში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა აცხადებს, რომ ფოტოები მისი პირადი ცხოვრების ნაწილია და სამსახურთან კავშირი არ აქვს.

ქალმა სამინისტროს სასამართლოშიც უჩივლა, თუმცა სასამართლომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება საფუძვლიანად ჩათვალა, რადგან ფოტოები აშკარად სამინისტროს კედლებში იყო გადაღებული.

სამინისტროს თანამშრომლის ფოტოები ინტერნეტში გასულ კვირაში გავრცელდა.

კომენტარები