აშშ-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: მზად ვარ, ტრამპს ნებისმიერ დროს შევხვდე

bloomberg.com

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მზად არის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნებისმიერ დროს შეხვდეს.

"მზად ვარ, ტრამპს ნებისმიერ დროს შევხვდე. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არსებობს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში, აშშ-რუსეთის ურთიერთობამ სერიოზული დეგრადაცია განიცადა, ვიაზრებთ, რომ ურთიერთობის ნორმალიზაცია რთული ამოცანა იქნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, სავარაუდოდ, მისი და აშშ-ის ლიდერის შეხვედრა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შედგება. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები