ლეან ლორისელამ ნიუ იორკში მაღალანაზღაურებად, თუმცა სტრესულ სამსახურს ქალაქგარეთ ცხოვრება და ფერმაში ცხოველების მოვლა არჩია.
"მე მქონდა საოცნებო სამსახური ნიუ იორკში. თუმცა ნიუ იორკში გადასახადები იყო ძალიან დიდი, სტრესის დონე იყო ძალიან მაღალი. ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს "რა არის სიცოცხლე?" თავს არასრულყოფილად ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა", - ამბობს ლეან ლორისელა ჟურნალ Cosmopolitan-თან ინტერვიუში.
ცხოვრების სტილის შეცვლის რამდენიმეწლიანი სურვილის შემდეგ, ლეანმა თიკნების ფერმაში სტუმრობის შემდეგ გადაწყვიტა, 2 თიკანი შეეფარებინა. თუმცა, 2 თიკნის შეფარებამ და პატრონობამ მას ცხოვრების მიზნების გადაწყობა გადააწყვეტინა.
"როდესაც ჯექსი და ოპი შევიფარე და მათი მოვლა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რაც მინდოდა მეკეთებინა. მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წამოვედი, ჩემი ფერმა წლიდან წლამდე იზრდება. მე ბედნიერი ვარ მათთან გატარებული თითოეული წუთით", - აღნიშნავს ლეან ლორისელა.
Goat of Anarchy- ის ფერმაში რამდენიმე თიკანი, ერთი პონი, ერთი ჩოჩორი, ორი ბაჭია და ერთი ღორია.
ფერმის წევრების ფოტოები ლეან ლორისელას Instagram-ზე შეგიძლიათ იხილოთ.