საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა ილია: ეკლესიის ვალია, მ. ალექსანდრე და მ. თეოდორე ფანატიკოსებისგან დაიცვას

დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, საქართველოს ეკლესიის ვალია, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან დაიცვას. სასულიერო პირი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

"რელიგიური ფანატიზმი და სიბნელე ყველანაირ ფანატიზმზე და სიბნელეზე საშინელია, ის განუზომლად საშიში და მავნებლურია, ვიდრე სხვა მავნე იდეოლოგიები ერთად აღებული, რადგან ის აყალბებს ჭეშმარიტებას, ანადგურებს ჭეშმარიტ რელიგიურობას და ხელს უწყობს ურწმუნოებას. ფანატიზმი ეკლესიის წიაღში ეკლესიის ბუნებასთან შეუთავსებელი, ანტიეკლესიური, ერეტიკული მოვლენაა. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე... საქართველოს ეკლესიის ვალია, დაიცვას ღირსეული სასულიერო პირები დეკ. ალექსანდრე გალდავა და დეკ. თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან. და საერთოდაც, შორს ეკლესიისგან ბნელი, შავრაზმელი ფანატიკოსები, რომლებიც აზიანებენ ქრისტეს ეკლესიის სხეულს!", - წერს ჭიღლაძე.


ფოტო: ილია ჭიღლაძე/Facebook
წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზმა დავით ისაკაძემ, მამა თეოდორე გიგნაძისა და მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებებს "მწვალებლური" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქადაგებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება.

კომენტარები