აქციზის ზრდა

ქუთაისში, პარლამენტთან ხვალ საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ზრდას გააპროტესტებენ

ხვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ. 

თბილისისა და რუსთავის მონაწილეები ხვალ, 10:00 საათზე შეიკრიბებიან დიღმის ხეივანში მდებარე სუპერმარკეტ სმარტთან, რის შემდეგაც მსვლელობით გაემართებიან ქუთაისისკენ. მათ შეუერთდებიან გორისა და ხაშურის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეები საპროტესტო პერფორმანსს მოაწყობენ და მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი არ დაუჭირონ საგადასახადო ცვლილებებს.

დაგეგმილი ცვლილებები თბილისში 10 დეკემბერს გააპროტესტეს.

კომენტარები