ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოკლე კაბა, მომდგარი შარვალი, სამოსი წვრილი ზონრით - ზუგდიდის გამგებლის აკრძალვები

ლაშა გოგია
smoge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია გამგეობის წევრებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტებს უწესებს. დოკუმენტს თაიმერი ავრცელებს.

როგორც გამგებლის ბრძანებაში წერია, სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების შესაბამისი ჩაცმულობით. 

ამასთან, გამგებელი ადგენს, რომ ქვედაბოლო მუხლიდან 3-4 სანტიმეტრით გრძელი უნდა იყოს. 

"დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს მოსამსახურე სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა და ქვედაბოლოთი, ღრმადეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ყველა სახის ტანსაცმლით.

დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება", - წერია ბრძანებაში.

კომენტარები