გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძე 13:00 საათზე პროკურატურაშია დაბარებული

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზეა დაბარებული. 

საგამოძიებო უწყებაში დაბარება გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქების საქმეს უკავშირდება.

9 დეკემბერს ყოფილი დეპუტატი ამბობდა, რომ გამოძიება საქმის მასალების გადაცემაზე უარს აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ცნეს.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

კომენტარები