თანამედროვე ხელოვნება

ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ივანიშვილის კოლექციას დაამშვენებდა

0 კომენტარი
ჯონ ჩემბერლენის, ოქროსფერი ვარდისფერი (სკულპტურა) და დე კუნინგის ტილო ბავშვების კივილი ფოტო: mnuchingallery.com

ნიუ-იორკის Mnuchin Gallery-ში იმართება თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ჩემბერლენ/დე კუნინგი, რომელზეც მეოცე საუკუნის ორი გამოჩენილი ხელოვანის სკულპტორ ჯონ ჩემბერლენისა და ფერმწერ ვილემ დე კუნინგის ნამუშევრებია გამოფენილი. დე კუნინგის ტილოს "უსახელო XXV"-ს ბიძინა ივანიშვილი ნოემბრამდე ფლობდა.

Bloomberg-ის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ჩემბერლენის 12 და დე კუნინგის 7 ნამუშევარი. გამოფენაზე მეოცე საუკუნის "აბსტრაქტული იმპრესიონიზმის" "ოქროს ხანის" ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ჯონ ჩემბერლენის ნამუშევრები "მანქანების სასაფლაოდან" დაპრესილი ავტომობილების ნაწილებითაა შექმნილი. ჩემბერლენის 1958 წლის სკულპტურა "მაკნატუნა" 2011 წელს $4.8 მილიონად გაიყიდა, დე კუნინგის ყველაზე ძვირად შეფასებული ტილო "უსახელო XXV" კი ნოემბერში კრისტის აუქციონზე $66 მილიონად გაიყიდა, ის ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა.

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი კერძო ხელოვნების ნიმუშების კოლექციის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაცია ამ კოლექციის ღირებულების შესახებ არ არსებობს, თუმცა მისი მოცულობა მინიმუმ $900 მილიონი უნდა იყოს. ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში კი ვერცერთ ნახატსა თუ ქანდაკებას ვერ იპოვით, რადგანაც სავარაუდოდ ეს ქონება არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პანამურ ოფშორებს ან მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: კილოობით ნარკოტიკი მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

კომენტარები