ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო მეორე დღეა დახურულია

0 კომენტარი
ფოტო: destination360.com

თანამშრომლების გაფიცვის გამო, პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის უკვე მეორე დღეა დახურულია. 

კოშკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მომსახურე პერსონალის დამატებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია თანამშრომლების არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. 

როგორც კოშკის ადმინისტრაციის უფროსი ენ იენიქი აცხადებს, ადმინისტრაციას არ შეუმცირებია მომსახურე პერსონალის რაოდენობა, თუმცა დამატებითი მომსახურე პერსონალის აყვანა ფინანსურად შეუძლებელია და გაფიცულთა მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილია.

"მგონია, რომ ჩვენ ფინანსურ მდგომარეობას ვერ აცნობიერებენ, რადგან მათ სრულიად არარეალური მოთხოვნები აქვთ", - ამბობს ენ იენიქი AP-სთან ინტერვიუში.

კოშკის ადმინისტრაციის თქმით, ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მილიონი ადამიანით შემცირდა, რამაც 2016 წელს მათი შემოსავალი 14 %-ით შეამცირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები