ქურდობა

უნიკალური წიგნების მოპარვაში ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

http://www.nplg.gov.ge/

შსს-მ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომხდარი ქურდობის საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა 1954 წელს დაბადებული თ.გ. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). დანაშაული ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები