ახალი წელი

შსს მოქალაქეებს: სიფრთხილით მოეკიდეთ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვნები.

"აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით - ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას", - აცხადებს უწყება.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო პერიოდში, პიროტექნიკით დაზიანებული მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი საავადმყოფოებში ხვდება, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.

კომენტარები