ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები 14.8%-ით გაიზარდა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი თანხა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $97 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის პერიოდს, ამ პერიოდში საქართველოში გზავნილების სახით $1.032 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად გზავნილების რეიტნგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად თურქეთიდან, აშშ-დან ისრაელიდან და საბერძნეთიდან შემომავალი გზავნილების ზრდას უკავშირდება. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 11%-ით შემცირდა რუსეთიდან შემომავალი გზავნილების მოცულობა, რაც რუსეთში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, ამ შემცირების მიუხედავად რუსეთი გზავნილების რეიტნგში მაინც პირველ ადგილს იკავებს.

2016 წლის მანძილზე საქართველოდან უცხოეთში $175 მილიონი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია. 

ფულადი გზავნილები ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. 

კომენტარები