ბარბარობაზე მახათას მთის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს.

მერიის განცხადების მიხედვით, მსურველებს ვარდების მოედნიდან 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან 3, ხოლო და მეტრო „ვარკეთილიდან“ 3 ავტობუსი მოემსახურება.
 

კომენტარები