დაიცავი თავისუფლება

დოლარის კუპიურები ივანიშვილის გამოსახულებით - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ლარის გაუფასურება გააპროტესტეს და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა ნაძვის ხე სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი „დოლარებით“ მორთეს.

აქცია სამოქალაქო პლატფორმა „დაიცავი თავისუფლებას“ მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები კვლავაც გაგრძელდება.

კომენტარები