ძალადობა

მღებრიშვილი: რასაც გასვიანი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება

ტაბულა

ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა. მინისტრმა პირობა დადო, რომ თუ პოლიციელის დანაშაული დადასტურდება, "ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული".

"როდესაც ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, არღვევს კანონს და არღვევს წესრიგს, მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისგებაშიც მიეცემა. თუკი ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული, ამის პირობას მე გაძლევთ. ის, რასაც ახლა ეს ჟურნალისტი ამბობს, აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ ჯდება", - ამბობს მღებრიშვილი.

ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

კომენტარები