განზრახ მკვლელობა

შსს: სამეგრელოში შვილმა დედა მოკლა

Getty Images

სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის შვილმა 100 წლამდე დედა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, პირველადი ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის იარაღის შესახებ ინფორმაციას უწყება ჯერ არ ავრცელებს.

კომენტარები