კრიმინალი

კახიძე: სახელმწიფო ვალდებულია, დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად გამოაქვეყნოს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ოთო კახიძე შს მინისტრს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულება, დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად გამოაქვეყნოს. 

"ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ვალდებულება აქვს ნაკისრი საქართველოს სახელმწიფოს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თავად ყოველთვიურად გამოაქვეყნოს და ამ ვალდებულებასაც, როგორც ჩანს, სამინისტრო არ ასრულებს. მისთვის ამოსავალი არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან სედარებით გაუარესებული სტატისტიკა არ აჩვენოს საზოგადოებას. ეს არის სამინისტროს პოლიტიზაციის ნათელი მაგალითი", - ამბობს კახიძე.

დღეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ დანაშაულის სტატისტიკა მხოლოდ წლის ბოლოს დაითვლება.

აღსანიშნავია, რომ შსს კრიმინალის სტატისტიკას თავის პორტალზე იანვრის შემდეგ აღარ აქვეყნებს.

კომენტარები