ბიუჯეტი 2017

ქადაგიძე: სინამდვილეში ესტონური მოდელი გადასახადების და დეფიციტის შემცირებაა

გიორგი ქადაგიძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსვლისთვის რეალური "ესტონური მოდელის" დანერგვაა საჭირო. ქადაგიძის თქმით, ამისთვის მთავრობის მიერ ხარჯების ზრდაზე უარის თქმა, შიდა ვალზე უარის თქმა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა საჭირო.

გიორგი ქადაგიძე - "სინამდვილეში რა არის ესტონური მოდელი"

"სინამდვილეში კრიზისზე (საგარეო შოკზე) რეაგირების ესტონური მოდელია, როდესაც მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რამდენიც თქვენ გიმცირდებათ შემოსავალი ორი იმდენით ჩვენ შევიმცირებთო.

1. თუ ვზრდით გადასახადებს 600 მილიონი ლარით, ბიუჯეტის ხარჯები უნდა შემცირდეს 1,2 მილიარდით.
2. ბიუჯეტი საშუალო ვადაში მაინც უნდა იყოს დაბალანსებული. ვხარჯავთ იმდენს რამდენიც შემოსავალი გვაქვს.
3. არ ვიღებთ შიდა ვალს.

ასე მარტივად გამოიყურება კრიზისის დაძლევის ცნობილი ესტონური გეგმა რომელსაც მოაქვს შედეგი.

ასეთი გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნება რომ აქვთ ამიტომ არიან ევროკავშირის და ნატოს წევრები. ამიტომ არიან მსოფლიო სამეულში საშუალო განათლების ხარისხით, ამიტომ ეძახიან აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავს და ამიტომ არინ მაგრები.

პ.ს. ესტონეთში 2008/09 ფისკალურმა კონსოლიდაციამ ჯამში მშპ-ს 16% შეადგინა",- საკუთარ facebook-ში წერს გიორგი ქადაგიძე.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც მომავალ წელს გადასახადების შემცირებისკენ იქნება მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახადიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია. 

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობა შიდა ვალის გეგმას 400 მილიონამდე ზრდის. 

კომენტარები