თავდასხმა ბერლინში

ამ ეტაპზე, ბერლინში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

უწყების ცნობით, ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

"გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ბერლინში, ზოოპარკთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა. შედეგად, მინიმუმ ცხრა ადამიანი დაიღუპა და 50 - დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები. ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები