ლარის გაუფასურება

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი კარგად იქნება, 2017 წელს სერიოზულ განვითარებას ველით

0 კომენტარი
ფოტო: youtube.com EY Global

"ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ იმაში და ძალიან დიდი იმედით ვართ, რომ 2017 წელი იქნება წარმატებული ეკონომიკაში", - ამბობს თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

"ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. 2017 წელს ველოდებით სერიოზულ განვითარებას, ბევრი პროექტია დაძრული სხავადასხვა მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იქნება სიმშვიდე და კარგი წინსვლა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძემ კომენტარი გააკეთა თიბისი ბანკის მოგებაზეც, რომელიც საბანკო სექტორში ყველაზე მაღალია. მისი თქმით, ბანკის ინვესტორები ინვესტიციებს დოლარში აკეთებენ, მათი ინვესტიციების ამონაგები კი დოლარში მცირდება. 

"ჩვენი ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას დოლარში აკეთებენ, მათი ინვესტიცია მცირდება, ეს არის ძალიან მარტივი. მეორე მხრივ, ის მსესხებლები, რომლებსაც დოლარში ჰქონდა სესხი, მათ უჭირთ გადახდა და ბანკი შესაბამისად იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოაწეროს ან რესტრუქტურიზაცია გააკეთოს. რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც თეთრებითაა განსაზღვრული, ვალუტის გადახურდავება-გადმოხურდავების დროს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა. ასეთი რამ არ ხდება, ეს რეგულირებადია", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები