თიბისი ბანკი

ხაზარაძე: ჩვეულებრივია, რომ მენეჯერებმა რამდენიმე აქცია გაყიდონ

0 კომენტარი
TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფოტო: youtube.com EY Global

"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ის, რომ მენეჯერმა თავისი რამდენიმე აქცია გაყიდოს", - ამბობს თიბისი ბანკის მენეჯერების მიერ ₤1.8 მილიონის ღირებულების აქციების გაყიდვაზე მამუკა ხაზარაძე.

"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ მენეჯერმა თავისი რამდენიმე აქცია გაყიდოს და იმ თანხით შეიძინოს სახლი, ბინა ან ნებისმიერი სხვა რამ, არის აბსოლუტურად ნორმალური ფაქტი. არცერთი ძირითადი აქციონერი თიბისიდან არ გასულა და გასვლას არ აპირებს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

TBC ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავიანთი აქციები გაყიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი აქვეყნებს. გაყიდული აქციების ღირებულებამ ჯამში ₤1.8 მილიონი შეადგინა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისი ბანკის პრეზიდენტმა ბირჟაზე 56 158 აქცია გაყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც ₤839.5 ათასია.

გიორგი შაგიძე: 17 877 აქცია, ჯამში ₤267.1 ათასის ღირებულების.

ვანო ბალიაშვილი: 11 237 აქცია, ₤167.9 ათასის ღირებულების.

ნინო მასურაშვილი: 7 662 აქცია, ₤114.5 ათასის ღირებულების.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდია, შესაბამისად, გაყიდული აქციების წილი მთლიან კაპიტალიზაციაში მცირეა.

გარიგებები 12-13 დეკემბერს განხორციელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები