ბერლინის თავდასხმაში ერთადერთი ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს

REUTERS

გუშინ ბერლინში მომხდარი თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილი საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს. გერმანიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა თავდასხმის ორგანიზებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა უარყო. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მეზიერის თქმით, ეჭვმიტანილი პაკისტანიდან არის. მისივე თქმით, თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილის სახელი ანტიტერორისტულ ბაზაშიც არ იყო დაფიქსირებული.

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში გუშინ მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

კომენტარები