ბერლინის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გუშინ ბერლინში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ცნობა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ საკუთარი საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით გაავრცელა.

თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილი საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო დღეს გაათავისუფლეს. გერმანიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა თავდასხმის ორგანიზებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა უარყო. 

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში გუშინ მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

კომენტარები