ენერგეტიკა

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა

wikimedia

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე სემეკმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეფექტი ექნება ამ გაძვირებას სამომხმარებლო ტარიფზე, ამის შესახებ სემეკის მომდევნო კვირის სხდომაზე გახდება ცნობილი. ტარიფის ზრდა ლარის გააუფასურებას უკავშირდება, რადგანაც ბუნებრივი აირი, რომელზეც თბოსადგურები მუშაობენ, იმპორტირებულია.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად

გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.4 თეთრით კილოვატ საათზე - 9.056 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

შპს ჯიფაუერისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 5.6 თეთრით კილოვატ საათზე - 14.12 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

შპს მტკვარი ენერჯისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 1.4 თეთრით კილოვატ საათზე - 12.194 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.9 თეთრით კილოვატ საათზე - 14.234 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

დენის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება

14 დეკემბერს სემეკმა ენგურჰესის მიერ წარმოებული დენის ტარიფი გაზარდა. ცვლილებების შედეგად 2017 წლისთვის, ენგურჰესის გამომუშავებული კილოვატ საათი ენერგიის ღირებულება 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაიზარდა.

კომენტარები