სამხედრო პოლიცია

სამხედრო პოლიციის 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

იმედი

სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ შემცირების მიზეზი "გაბერილი შტატებია" და გათავისუფლება დაანონსებულ "ქამრების შემოჭერას" არ უკავშირდება.

გენშტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძემ შემცირება ბატალიონის ოპტიმიზაციით ახსნა.

გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი და უსამართლო იყო.

კომენტარები