საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოს რუხ კარდინალს უწოდებს

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოს რუხი კარდინალი უწოდა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ყველაზე დიდი პრობლემა შორენა თეთრუაშვილის ჩრდილოვანი მმართველობაა.

"მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონის [შორენა თეთრუაშვილის] ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა ანუ უწესრიგო მდგომარეობა. მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. როდესაც აღსდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლება-მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს არსებული წვრილმანი პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით. მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა ამ ყველა პრობლემის თავია. ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა აუცილებლად არის შესაცვლელი", - თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კომენტარები