სირიის კრიზისი

სირიის მთავრობამ ქალაქ ალეპოზე სრული კონტროლი აღადგინა

AFP

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოზე კონტროლი სრულად აღადგინეს.

ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ.

სამთავრობო ძალების ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ყველა ამბოხებულმა და მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. სირიის მთავრობა ქალაქზე კონტროლის აღდგენას "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ გარდატეხას" უწოდებს.

წითელი ჯვრის ცნობით, ევაკუაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, ალეპოდან 34 000-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ევაკუაციის პროცესი და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს.

ამ ლინკზე გაეცანით ტაბულას სტატიას იმის შესახებ, თუ რა ხდება სირიაში.

კომენტარები