კრიმინალი

წყნეთის ქუჩაზე, სასულიერო პირს ესროლეს

წყნეთის ქუჩაზე, მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს. რუსთავი ორს მამა შალვა ცნობილაძემ უთხრა, რომ სასულიერო პირს თავს მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, ის ფეხშია დაჭრილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები