შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, Ту-154-მა, რომელიც სირიის სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა.
ბორტზე 92 ადამინი იმყოფებოდა - 84 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი, მათ შორის ჟურნალისტები და მუსიკოსები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სირიაში რუსი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ.
თვითმფრინავი რადარიდან 25 დეკემბრის დილით გაქრა. სოჭთან ახლოს, სანაპიროდან 1.5 კილომეტრზე აღმოჩენილია ავიალაინერის ფრაგმენტები.