NBA-მ 1975 წლის შემდეგ, პირველად შეცვალა All Star-ის სასტარტო ხუთეულების შერჩევის პროცედურა. აქამდე, სასტარტო ხუთეულს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ. წელს კი, მათთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებაში ჟურნალისტები (25%) და მოთამაშეებიც (25%) ჩაერთნენ.
ხმის მიცემა დღეს, 20:00-ზე დაიწყება:
- Facebook Public სტატუსში უნდა დაწეროთ #NBAVote Zaza Pachulia (ან სხვა სასურველი კალათბურთელის გვარი).
- NBA აპლიკაციის მეშვეობით iOS და Android მოწყობილობებიდან.
- NBA.com/vote მისამართზე, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის
- Twitter ნებისმიერი tweet, retweet ან reply ჰეშთეგით #NBAVote (სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი).
- Google Search - აკრიფეთ "NBA Vote Golden State" ან "NBA Vote All-Star" და აირჩიეთ გუნდი.
- Instagram-ზე დადეთ ფოტო ჰეშთეგით #NBAVote (სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი) სათაურში.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.