დენის ტარიფი

თბილისში დენის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელია, არასამომხმარებლო ტარიფი კი გაიზარდა

PowerAfrica

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თელასის სამომხმარებლო აბონენტებისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება. არასამომხმარებლო ტარიფი კი გაიზარდა. 

სემეკის გადაწყვეტილებით ძალაშია თბილისში მოქმედი სამომხმარებლო დენის ტარიფები, რომელიც გამოყენებული ენერგიის მიხედვით იცვლება:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრი/კვტსთ
  • 101 კვტსთ–დან 301კვტსთ-ის ჩათვლით - 14.400 თეთრი/კვტსთ
  • 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.200 თეთრი/კვტსთ

რაც შეეხება არასამომხმარებლო ტარიფს, ის საშუალო ძაბვის კილოვატ/საათზე 0.035 თეთრით, მაღალი ძაბვის კილოვატ/საათზე კი 0.46 თეთრით გაიზარდა.

სემეკი ენერგოპროს ტარიფებზე ამ დრომდე მსჯელობს.

კომენტარები