ავიაკატასტროფა

შავ ზღვაში დაღუპულთა გვამების ძებნა გრძელდება

EPA

შავ ზღვაში დაღუპულთა გვამების ძებნის ოპერაცია გრძელდება.

სამძებრო ოპერაციაში 3500-ზე მეტი მაშველია ჩართული. დაღუპულებს ნავებით, თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით და წყალქვეშა ნავებით ეძებენ.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი რადარიდან 25 დეკემბრის დილით გაქრა. ავიალაინერის ფრაგმენტები სოჭთან ახლოს, სანაპიროდან 1.5 კილომეტრზე აღმოაჩინეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 სირიის სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა. ჟურნალისტებს, ჯარისკაცებს და სამხედრო ანსამბლ ალექსანდროვის წევრებს სირიაში რუსი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ.

ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა. დღევანდელი დღე რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები