პარლამენტი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს

ტაბულა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა არა ენმ-ს, არამედ იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც აღნიშნავს, რომ უმცირესობას ეკუთვნის კვოტა.

გადაწყვეტილება გააპროტესტა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა, რომელსაც თავად სურდა თავმჯდომარის მოადგილეობა.

”რა არის კვოტა, სად არის, წამაკითხეთ რას ნიშნავს , რომ ნაციონალებს უნდა ჰქონდეთ 13 მოადგილის ადგილი და ჩვენ სამი. თავს ნუ იმართლებთ. ხალხი ხომ ხედავს, რომ თქვენ და ნაციონალები ხართ ერთნი”, - მიმართა ემზარ კვიციანმა უმრავლესობის წარმომადგენლებს.

კომენტარები