გირჩი "ფულიან ხალხს" კანაფის დათესვის სპონსორობისკენ მოუწოდებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩი" მარიხუანის დათესვის სპონსორობას ითხოვს და "ფულიანი ხალხისთვის" ბანკის ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

"„გირჩის“ მიმართვა ფულიან ხალხს!
2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის საღამოს, თბილისში, „გირჩის“ ოფისში მსოფლიოში პირველად, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დაითესება კანაფი.
თქვენი წარმატებული და ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს სულ რამდენიმე, მართლაც უნიკალური ამბავი გექნებათ გასახსენებელი. გახდით ცვლილების სპონსორი და პირობას გაძლევთ, ეს იქნება ერთ-ერთი ასეთი ამბავი!
ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE04TB7772536080100003
ს.ს. თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: „ახალი პოლიტიკური ცენრი“, ს/კ 204586153
P.S. ფიზიკურმა პირებმა 60,000 ლარზე და იურიდიულმა პირებმა 120,000 ლარზე მეტი არ გადმორიცხოთ", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ახალ წლამდე მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება და კულტივირება/შენახვა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე გირჩის წევრები თავიანთ ოფისში ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად, პირდაპირ ეთერში, მარიხუანას დარგავენ.

კომენტარები