ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. თუმცა, ამ წუთებში პარტიის ოფისში თათბირი მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომა 17 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

დღეს პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად მოიაზრებიან, გაავრცელეს განცხადება, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ.

კომენტარები