ნაგავსაყრელი

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით მთავრობამ 144 ნაგავმზიდი შეიძინა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ტექნიკა საქართველოს 66 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

პირველი ნაგავმზიდი ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგიონი ტურისტულად დატვირთულია და ნარჩენების ინტენსიურ გატანას საჭიროებს. ნაგავმზიდთან ერთად ბორჯომმა 100 ნაგავშემკრები კონტეინერიც მიიღო.

ნაგავმზიდები მერსედესის ფირმისაა და თურქეთში კომპანია "კატმერჩილერის" მიერ იწყობა. 
პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა.

კომენტარები