აშშ-რუსეთი

ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციებს უმზადებს

wtop.com

ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. Washington Post-ის ცნობით, ობამას ადმინისტრაციამ სანქციების დეტალები უკვე შეიმუშავა. გამოცემის ინფორმაციითვე, შეზღუდვები ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვას მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული სკანდალი 2015 წლის მარტში დაიწყო, როდესაც კლინტონის შტაბის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა. კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები ოფიციალურად 2016 წლის შემოდგომაზე დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმოწერების გამჟღავნებამდე ორი დღით ადრე რუსეთს მოუწოდა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის 33 000 ელექტრონული წერილის მოპოვებაში დახმარებოდა. 

კომენტარები