კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ჯანელიძე: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოდიფიცირება შესაძლებელია

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებთან დაკავშირებით მთავრობა პოზიციებს მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც პარლამენტი დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაიწყებს.

"ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა არსებობდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევში, გარკვეული მუხლების მოდიფიცირება შესაძლებელია. ეს უნდა მოხდეს საქართველოს ინტერესების სრული დაცვით და ყველა იმ კომპონენტის დაცვით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების სიმყარისთვის", - ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

ჯანელიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა. კითხვა რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში "დადებითი სიგნალების" შესახებ საუბარს ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერედა, შესაძლოა თუ არა რუსეთი "დადებით სიგნალებში" ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობდეს.

'ჩვენი მხრიდან არანაირი დამატებითი ნაბიჯები არ არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს სავიზო რეჟიმი. მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულენით საქართველოსა და რუსეთს შორის არ მიმდინარეობს. მე კონკრეტულ გამონათქვამზე ვერ გავაკეთებ კომენტარს", - აღნიშნა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის ამოქმედებას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის მიერაა მომზადებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა.

კომენტარები