29 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება საბურთალოს რაიონის ნაწილს შეუწყდება

ხვალ, 29 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება საბურთალოს რაიონის ნაწილს შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ყაბბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები