ე.წ. ქურდული სამყაროს 3-მა წევრმა ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალა

cypressenv.com

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით მოქმედებდნენ".

პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები