მთავრობის სხდომა

კვირიკაშვილი: ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - თავისუფლება

0 კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განვლილი წელი შეაჯამა და არჩევნების დემოკრატიულობას გაუსვა ხაზი.

"2016 წელი, უპირველეს ყოვლისა, იყო თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც დასრულდა ქართული ოცნების გამარჯვებით. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების წესში, კულტურაში. ძალიან მისასალმებელია, რომ ეს აღინიშნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ლოგიკურია, რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვსდექით ხალხის წინაშე. ჩვენი სლოგანი იყო - თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, რაც რეალურად აჩვენებს ჩვენ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს. 

ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, არის აღნიშნული არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენი მთელი ენერგია იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან, ქვეყანა იყო განვითარების სწორ გზაზე დასაყენებელი, ჩვენ უპირველეს ყოვლისა დავიწყეთ ადამიანზე ზრუნვა. 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები და მათი ოჯახები უნდა მიიყვანოს კეთილდღეობამდე. ეს პროცესი დაიწყო 2016 წელს, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება. უდიდესი პასუხისმგებლობაა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ, მე ვიტყოდი, ერთადერთი სწორი გზა სწრაფი განვითარების მისაღწევად", - თქვა კვირიკაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები