ენერგეტიკა

მომავალი 10 წლის მანძილზე ქარის ელექტროსადგურის დენს მთავრობა $60 მილიონად შეიძენს

0 კომენტარი
კახა კალაძე ქარის ელექტროსადურის ფონზე ფოტო: instagram.com/kakhakaladze

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის ლიცენზია უკვე ამოქმედდა. ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი Vestas-ის ტურბინისგან შედგება. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, მომავალ წელს სადგური 88 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები