აშშ და რუსეთი

ობამა რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის სანქციებს უწესებს

worldtribune.com

ამერიკის შეერთებული შტატები 35 რუს დიპლომატს არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის ქვეყნიდან აძევებს, ასევე, მერილენდსა და ნიუ იორკში რუსული სადაზვერვო სამსახურის ორ სტრუქტურას ხურავს. ნოემბრის არჩევნებში ჩარევა დემოკრატიული პარტიის იმეილების გატეხვას უკავშირდება.

"ეს ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების არაერთ გაფრთხილებას პირისპირ თუ საჯაროდ, ეს ნაბიჯები საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების საზიანო ქმედებების წინაღმდეგ", - თქვა ობამამ. 

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას უარყოფს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოს 35 თანამშრომელს ვაშინგტონიდან და სან ფრანცისკოდან 72 საათი მისცა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყანა დატოვონ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები დაუწესდება კიდევ 9 ორგანიზაციას, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით.

კომენტარები