აშშ და რუსეთი

ტრამპი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭერს

Reuters

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის უგუნურება, რადგან არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ არჩევნებამდე დემოკრატიული პარტიის იმეილების გატეხვის უკან რუსეთი იდგა.

ტრამპის თქმით, ის ინფორმაციის მისაღებად სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, გუშინ 35 რუსი დიპლომატი არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის ქვეყნიდან გააძევეს, ასევე, მერილენდსა და ნიუ იორკში რუსული სადაზვერვო სამსახურის ორი სტრუქტურა დახურეს. 

"ეს ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების არაერთ გაფრთხილებას პირისპირ თუ საჯაროდ, ეს ნაბიჯები საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების საზიანო ქმედებების წინაღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას უარყოფს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები დაუწესდება კიდევ 9 ორგანიზაციას, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით.

კომენტარები