აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთიდან დიპლომატებს არ გააძევებენ

bloomberg.com

რუსეთის პრეზიდენმტა ვლადიმირ პუტინმა აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებასა და ახალი სანქციების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. პუტინის თქმით, მიუხედავად სეგეი ლავროვის შეთავაზებისა, პუტინი საპასუხოდ ამერიკელ დიპლომატებს პრობლემებს არ შეუმქნის.

"აშშ-ის მიმავალი ადმინისტრაციის არამეგობრული ნაბიჯები აღიქმება, როგორც პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია აშშ და რუსეთის სამომავლო ურთიერთობების ძირის გამოთრისკენ. ეს ეწინააღმდეგება ამერიკელებისა და რუსი მოქალაქეების ინტერესებს",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გარდა ამისა, პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაცია ასე ამთავრებს თავის სამუშაოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვულოცავ მას და მისი ოჯახის წევრებს დამდეგ ახალ წელს. ასევე, ვულოცავ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სრულიად ამერიკელ ხალხს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, გუშინ 35 რუსი დიპლომატი არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის ქვეყნიდან გააძევეს, ასევე, მერილენდსა და ნიუ იორკში რუსული სადაზვერვო სამსახურის ორი სტრუქტურა დახურეს. 

"ეს ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების არაერთ გაფრთხილებას პირისპირ თუ საჯაროდ, ეს ნაბიჯები საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების საზიანო ქმედებების წინაღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას უარყოფს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები დაუწესდება კიდევ 9 ორგანიზაციას, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით.

კომენტარები