ნარკოპოლიტიკა

კვირიკაშვილი ნარკოპოლიტიკაზე: კარგად უნდა მოვიფიქროთ პრევენციული საშუალებები

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ნარკომომხმარებლების მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალებების შექმნაზე უნდა იმუშაოს.

"ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაერთხელ მინახავს ჩემი ძალიან ახლო მეგობრების არეული თვალები და მე მახსოვს არაერთი დაკარგული მეგობარი. ეს არის უბედურება, ნარკოტიკი არის უბედურება. მეორე მხრივ, საპატიმრო ზომით დასჯა ადამიანის, რომელსაც უბედურება დაემართა ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურია, არაპროდუქტიულია. ჩვენ კარგად უნდა მოვიფიქროთ პრევენციისა და მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალებები იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რათა აღარ დაისაჯონ ასეთი ადამიანები,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

ნარკოპოლიტიკის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები